კურორტზე ფუნქციონირებს სადღეღამისო საკურორტო პოლიკლინიკა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გერმანული ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური აპარატურით.
კლინიკაში ფუნქციონირებს ულტრასონოგრაფიის კაბინეტი, აფთიაქი. აქ ასევე განთავსებულია უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური და თერაპიული კაბინეტები, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ დამსვენებლების ჯანმრთელობაზე.
ფუნქციები:
- პირველადი კონსულტაცია
- ლაბორატორიული კვლევა
- ინსრუმენტული კვლევები
- კარდიოლოგის კონსულტაცია (ე.კ.გ)
- პირველადი სამედიცინო დახმარება
- დიაგნოსტიკის სრული სპექტრი
- ულტრასონოგრაფიული გამოკვლევები
- იმუნოფერმენტული, ვირუსული და ჰორმონალური კვლევები
- ბიოქიმიური ანალიზი