სასროლეთი

სასროლეთი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს, სპეციალურად ჩემპიონატებისთვის და სპორტული ჯგუფებისთვის შეიქმნა. გაკეთდა 6 უნიკალური ადგილმდებარეობა 6 მონაწილისთვის, რათა შეჯიბრი უფრო ექსტრემალური და საინტერესო იყოს.
შეგიძლია შენც გამოსცადო საკუთარი თავი, დაეწევა თუ არა შენი გამოსროლილი ტყვია უცნობი მიმართულებით გასროლილ თეფშს.

ფიტნეს ცენტრი

მოგზაურობის დროსაც საჭიროა შეინარჩუნო სპორტული ცხოვრების წესი და არ მისცე ორგანიზმს მოდუნების საშუალება. ფიტნეს ცენტრით მთელი დღის განმავლობაში შეგიძლია ისარგებლო.

ღია თერმული აუზები

ღია აუზების ლოკაცია სპეციალურად შევარჩიეთ, მთებით გარშემორტყმული, ცურვის დროს ჩამოწოლილი ნისლით რომ გაიგო მოახლოვებული ამინდის პროგნოზი, თუმცა აუზებით სარგებლობა ტემპერატურის მიუხედავად შეგიძლია. ისინი თერმული წყლებით ივსება, მიწიდან 1500 მეტრიდან ამოედინება და ტემპერატურა 410 -ს შეადგენს.

სპორტული მოედნები

სპორტული აქტივობების ფართო არჩევანი გვაქვს, ფეხბურთის/კალათბურთის/ხელბურთის მოედნები ახალი სპორტის გამოცდის და ჰობის აღმოჩენის საშუალებას მოგცემს.

პარკის აქტივობები

პარკში უფროსებიც და ბავშვებიც თანაბრად ერთობიან. შეგიძლია მაგიდის ჩოგბურთზე ძალის კონტროლი გამოსცადო, ბატუტზე _ საკუთარი სხეულის, ან ტირით ისროლო და გაარკვიო, იმსახურებს თუ არა შენი მიზანში სროლის შესაძლებლობები ფუმფულა სათამაშოებს.

ჯიპ ტური

თუ შენი ექსტრემალური თავგადასავლები მთა-მთა და ტბა-ტბა იწერებიან, მოემზადე ყველაზე „მაღალი“ გამოწვევებისთვის. გამოსცადე შენი ინსტიქტები საჭესთან, მთის გზებზე, ჯიპ-ტურით და კიდევ ერთხელ დარწმუნდი, რომ ბუნების ქმნილება გამორჩეული შედევრია ხელოვნების ქმნილებათა შორის.
უახლოესი ტურები ზეკარში, აბასთუმანში და წითელ მიწაზე, ალპურ ზონაში გვაქვს. 

საბილიარდო დარბაზი

საბილიარდო დარბაზი 1 რუსული და 2 ამერიკული მაგიდითაა აღჭურვილი. მოსასვენებელი სივრცეები და ბარი მთელი დღის განმავლობაში დაგეხმარებიან დასვენებასა და განტვირთვაში. 

ველოსიპედების სერვისი

თუკი ექსტრემი შენი ჰობია, ველოსიპედების სერვისით აუცილებლად უნდა ისარგებლო. საირმეში ბევრი უცნობი, მიუვალი და მისტური ადგილია აღმოსაჩენი, იხეტიალე ველოსიპედით, იპოვე საყვარელი ადგილი ან საკუთარი ხე და დაარქვი შენი სახელი.
სასროლეთი
ფიტნეს ცენტრი
ღია თერმული აუზები
სპორტული მოედნები
პარკის აქტივობები
ჯიპ ტური
საბილიარდო დარბაზი
ველოსიპედების სერვისი