სასტუმროს შესახებ
სასტუმრო
საირმე
390 150
01
სასტუმრო საირმის შესახებ
სასტუმრო საირმე 152 ოთახს აერთიანებს და 390 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. შეესაბამება 4 ვარსკვლავის სტანდარტებს. სასტუმროს კომფორტული, მყუდრო და მშვიდი საცხოვრებელი სივრცე დაცვის განსაკუთრებული სერვისით გამოირჩევა. სასტუმრო ცენტრალური პარკით არის გარშემორტყმული, რომლის გამწვანებაზე ყოველდღიურად განსაკუთრებული სიფრთხილით ზრუნავენ. მოწყობილია ბილიკები, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები.
გაიგე მეტი
02
ოთახები
სასტუმროს ოთახები თანამედროვე დიზაინითაა შექმნილი. ნეიტრალური ფერები, კლასიკური კომფორტი და აივნიდან ბუნების ხედი, ეს ის არის, რაც გადატვირთული ცხოვრების გრაფიკის დროს აუცილებლად გჭირდება. ნომრები აღჭურვილია გაერთიანებული (King sized bed) და ცალ-ცალკე (Twin sized bed) საწოლებით, ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკით და პირველადი მოხმარების ნივთებით.
გაიგე მეტი
03
მომსახურებები
გაჯანსაღდი და განიტვირთე საირმეში. მინერალური წყაროები, ჰავა, კლიმატი და სწორი კვების რაციონი ჯანსაღი გზაა ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. განსატვირთად კი არაერთ საშუალებას გთავაზობთ, მნიშვნელობა არ აქვს პირადი თუ ბიზნეს მიზნით გვესტუმრები. საბილიარდო დარბაზები, ფიტენს ცენტრი, ველოსიპედების სერვისი, თერმული აუზი, სარელაქსაციო ცენტრი. თიმ ბილდინგებისა და მასტერკლასებისთვის კი ტექნიკურად სრულყოფილი მულტიფუნქციური საკონფერენციო დარბაზები.
გაიგე მეტი
დახურვა
სივრცე
სერვისები

მომსახურება

01
საკონფერენციო დარბაზი
სასტუმრო „საირმის“ 5 მულტი-ფუნქციური, 10-დან 250 პერსონაზე გათვლილი, საკონფერენციო დარბაზი შეხვედრებისთვის, კონფერენციებისა და მასტერკლასებისთვის იდეალური ადგილია.