სარელაქსაციო ცენტრი

სარელაქსაციო ცენტრის აღჭურვასა და დაპროექტებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ და გერმანელ მეცნიერებს მივანდეთ, რადგან გვჯერა სხეულის სიჯანსაღე პირდაპირ აისახება ადამიანის ცხოვრების რიტმზე, განწყობასა და თავდაჯერებულობაზე.
გაიგე მეტი
ბუნებრივი რესურსები აქაც მოვიშველიეთ, ყოველი პროცედურა საირმის თერმული წყლებით კეთდება, რომელიც მიწიდან 1500 მეტრიდან ამოედინება, ტემპერატურა 41o -ს შეადგენს და მისი სამკურნალო თვისებები განსაკუთრებულად გამაჯანსაღებელს ხდის ჩვენს ყველა პროცედურას.

თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც მეცნიერულადაა დამტკიცებული. საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის, უროლოგიის ინსტიტუტისა და გერმანელი სპეციალისტების მიერ დადგინდა, რომ საირმის თერმული წყლები ხასიათდება მაღალი თერაპიული ეფექტით. თერმული წყალი წარმოადგენს სულფიდურ (გოგირდწყალბადიან), სულფატურ, ნატრიუმიან-კალციუმიან წყალს და მისი გამოყენება ხდება აბაზანების სახით, შემდეგი დაავადებების დროს:

ჭარბწონიანობა
ცელულიტების პროფილაქტიკა და სხეულის კორექცია
ძვალსახსროვანი სისტემა
ართრიტი, ართროზი, რევმატიული დაავადებები
ცენტრალური ნერვული სისტემა
ნეიროცირკულატორული დისტონია, უძილობა
კანის დაავადებები
ფსორიაზი, ალერგიული დერმატიტი

პროცედურები:

წყალქვეშა მასაჟი
კანში, კანქვეშა ცხიმოვან შრეში,კუნთოვან და მყესოვან ქსოვილებში უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ასევე: 1. ცენტრალურ ნერვულ სისტემა, 2. სისხლძარღვოვანი სისტემა 3. კანის დაავადებები
შარკოს შხაპი
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ნივთიერებათა ცვლას,სხეულიდან შლაკების გამოდევნას, ეფექტურია ცელულიტებისა და სხეულის პროფილაქტიკისთვის.
ფიზიოთერაპია
ზრდის ორგანიზმის იმუნურ აქტივობას ,ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, გამწოვი, ანტისპაზმური მოქმედება.
ჰიდროკოლონოთერაპია
ნაწლავების გამორეცხვა თერმული, მინერალური წყლების საშუალებით. პროცედურა სასარგებლოა ქრონიკული კოლიტებისა და ჰემოროიდული(არა სისხლმდენი) დაავადებების დროს.
მშრალი მასაჟი
მასაჟის დროს ზეგავლენა ხდება ნერვულ, ჰუმორულ და მექანიკურ ფაქტორებზე. კანში უმჯობესდება ლიმფის მოძრაობა, კანი ხდება ელასტიური და სრიალა. სახსრებში, იოგებში და მყესებში ჩქარდება სინოვიური სითხის წარმოქმნა.

საკურორტო პოლიკნინიკა

კურორტზე ფუნქციონირებს სადღეღამისო საკურორტო პოლიკლინიკა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გერმანული ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური აპარატურით.
გაიგე მეტი
კლინიკაში ფუნქციონირებს ულტრასონოგრაფიის კაბინეტი, აფთიაქი. კლინიკაში განთავსებულია უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური და თერაპიული კაბინეტები, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ დამსვენებლების ჯანმრთელობაზე.

ფუნქცები:

პირველადი კონსულტაცია თერაპევთთან
ყველა პაციენტს ენიშნება მინერალური წყლების მიღების გრაფიკი და ორგანიზმზე მორგებული სარელაქსაციო ცენტრის პროცედურები
ლაბორატორიული კვლევა
ზოგადი კლინიკური ლაბორატორია, ბიოქიმიური ლაბორატორია
ინსრუმენტული კვლევები
ულტრაბგერითი კვლევა, ე.კ.გ. ანუ კარდიოგრამა
კარდიოლოგის კონსულტაცია (ე.კ.გ)
პირველადი სამედიცინო დახმარება
ინტრავენური ინფუზია, ინტრამასკულარული ინექცია
დიუბაჟი
ნაღვლის ბუშტის ყრუ გამორეცხვა
აფთიაქი
კლინიკაში ფუნქციონირებს აფთიაქი 24 საათის განმავლობაში

კორპორატიული ღონისძიებები

მოემზადე ახალი გამოცდილებისთვის, გაექეცი რუტინას საირმეში. გაზარდე პროდუქტიულობა, საქმის ხარისხი, კრეატიულობა და შეუთავსე საქმეს პირადი სიამოვნება. შეხვედრები, კონფერენციები, მასტერკლასები თქვენი საჭიროებების მიხედვით მოეწყობა.
გაიგე მეტი
სასტუმროს 5 მულტი-ფუნქციური საკონფერენციო დარბაზი 10-დან 250 პერსონაზეა გათვლილი. ორი 30 კაციანი, ორი 100 კაციანი და ერთი 250 კაციანი საკონფერენციო დარბაზი.

განტვირთვა და თანამშრომლების დამეგობრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, კომპანამ ერთი მიზნისთვის იმუშაოს, ეს კარგად გვესმის, ჩვენც ბიზნესი ვართ. შენს წინაშე კურორტი საირმის 60 ჰექტარის შესაძლებლობები და 100-ობით მომსახურე პერსონალია, ანუ მთელი ქალაქი, რომელიც იზრუნებს შენი ბიზნეს მოგზაურობა ისეთი იყოს, როგორიც წარმოგიდგენია.

შეგიძლია ტერასაზე გალა ვახშამი მოაწყო, სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები, კარაოკე და წამყვანი მოითხოვო ან აუზზე მოაწყო წვეულება, მდინარის მონოტონურ ხმაურს ელექტრონული მუსიკის ექო შეუსაბამო. არ დაგავიწყდეს, აუზი თერმული წყლებით ივსება და ამინდის მიუხედავად შეგიძლია ისარგებლო. კერძების მრავალფეროვნება ჩვენ მოგვანდე, ვიცით ქართული ტრადიციები, შესაბამისად კერძები. იტალიური სამზარეულოც შევისწავლეთ, უცხო და მრავალფეროვანი გემოს მოყვარულებისთვის.

თუ ჯგუფში ბუნების და ლაშქრობის მოყვარულები არიან, შეგიძლიათ 3 კმ-ში, მამანეთში ან ჯიპ ტურით 18 კმ-ში, ალპურ ზონაში, წითელ მიწაზე იხეტიალოთ, დაბანაკდეთ და ველური თავგადასავლებით აივსოთ მეხსიერება.

სპორტიც არ დაგვვიწყებია. შეგიძლია რამდენიმე საათი შეჯიბრებებს დაუთმო, დაგეგმვაში ჩვენი კოორდინატორები დაგეხმარებიან, სპორტულ და ექსტრემალურ აქტივობებს დიდი სისწრაფით ვზრდით, ასე რომ, ყოველ ჩამოსვლაზე სიახლეები გელის.

ბავშვთა გასართობი ცენტრი

ჩვენთან ოჯახის ყველა წევრისთვის მოიძებნება კომფორტის ზონა. ბავშვთა გასართობი ცენტრები საიდუმლო კუნძულის მაძიებლებისა და დრაკონებთან მებრძოლთათვის. მათთან ერთად ანიმატორები იმოგზაურებენ, მაშინ, როცა შენი დრო შეგიძლია სარელაქსაციო ცენტრში სხეულის გაჯანსაღებას დაუთმო.
გაიგე მეტი
ყველაზე პატარა დამსვენებლების გართობაზე განსაკუთრებულად ვზრუნავთ. საირმის ამინდის ცვალებადი ხასიათი გავითვალისწინეთ და ბავშვების ცვალებად ხასიათს მოვარგეთ. გვაქვს როგორც ღია, ასევე დახურული გასართობი ცენტრები ანიმატორების თანხლებით, საბილიარდო დარბაზი, მაგიდის ჩოგბურთი, ფეხბურთის/კალათბურთის მოედნები. მეკობრეებს კი, ღია თერმულ აუზში განძის ძიებაც ტემპერატურის მიუხედავად შეუძლიათ.