ბარბექიუ ფესტივალი
გამოქვეყნებულია
6 ოქტ 2017
16 სექტემბერს, კურორტ “საირმეში” ჩატარდა “ბარბექიუ ფესტივალი”. პირველად საქართველოში, საუკეთესო ქართული რესტორნის მზარეულებმა წარმოაჩინეს თავისი ნიჭი და ხელოვნება ბარბექიუს მომზადებაში. სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ შეაფასა მონაწილეები და გამოავლინა გამარჯვებულები. ფესტივალის საპატიო სტუმარი და ჟიურის წევრი იყო სომხეთის რესპუბლიკის ცნობილი შეფ-მზარეული სედრაკ მამულიანი, რომელიც გასტრო ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორია ევროპის არაერთ ქვეყანაში.

ფესტივალის ფარგლებში კურორტ “საირმეს” ესტუმრა საქართველოში მცხოვრები სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ერევნის წამყვანი ტურისტული კომპანიები და სომხური მედია.

“ბარბექიუ ფესტივალის” მონაწილეები: “სამი საუკუნე”, “ბეღელი”, “წისქვილი”, “შარბათი”, “სახლი მადათოვზე”, “კოლხური სახლი”,“მაის რესტორანი”, “კრონ პალასი”, “მწვადიაური”.

ჟიური: ჯაბა წულაძე - კურორტ “საირმეს” გენერალური დირექტორი; დაჩი ჩანადირი - სასტურმო ჰუალინგის F&B მენეჯერი; გია ელიზბარაშვილი - სასტუმრო ბილტმორის F&B ასისტენტი; სალომე ჩაჩუა - ტურიზმის სფეროში მომსახურების მიმწოდებლებთან ურთიერთობის სამართველოს მთავარი სპეციალისტი; სედრაკ მამულიანი - ცნობილი მზარეული, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი "განვითარება და სომხური კულინარიული ტრადიციების შენარჩუნება".

მედიაპარტნიორები: Where.ge, Georgia Today, რადიო “ფორტუნა” რადიო “პალიტრა”, ტელეკომპანია „ალიქ მედია“, გაზეთი „ვრასტან თერთ“, კულტურის სახლი -„ჰაიარტუნ“, ამბრელაჯეო, სპუტნიკი.