MSK Diaries
გამოქვეყნებულია
8 დეკ 2017
პირველად საქართველოში, ერთ სივრცეში, 23-26 ნოემბერს, კურორტმა საირმემ მთელი საქართველოს მან სან კანელებს უმასპინძლა.
25 დეკემბერს ფინალური ღონისძიება გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქალაქებიდან  20-მდე გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჟიურის წევრებმა 2 გამარჯვებული, მთავარი პრიზის მფლობელი და ფესტივალის აღმოჩენა, გამოავლინეს. 
კურორტმა საირმემ კი რჩეული მონაწილეები საირმის საგზურებით დაასაჩუქრა.

✍ ბავშვობაში, ჩვენ, ყველა ვაწარმოებდით დღიურებს. კლასელების მეგობრობის დღიურში გაცვეთილ კითხვებს წერტილ-მძიმე შეუცვლელ, ერთსა და იმავე პასუხებს ვცემდით. ან საღამოობით საგულდაგულოდ გადამალულ, საიდუმლო ფურცლებს დღის ჭორებით და ინტრიგებდით ვავსებდით. თუკი ავტოპორტრეტი ვინმეს ხელში ჩაუვარდებოდა, იქ იწყებოდა კლასის ახალი ეტაპი - ჭორების ეპოქა. 👩‍🏫 ნუ ისეთებიც იყვნენ, ვინც მხოლოდ ნიშნების დღიურს აწარმოებდნენ და მშობლებს დღის ნაშრომ-ნამოღვაწარ 5-იანებს გულანთებული აჩვენებდნენ.

ახლა, ამ დიდობაში სულ სხვა დღიურების წარმოება გადავწყვიტეთ. სააშკარაოზე გამოგვაქვს 3 დღის, საირმის თავს გადამხდარი უამრავი ისტორიის ეპოქალური, სახალხო მომენტი.

დღე 1 - "მსკ-ს მესვეურების დაბინავება - პირველი ნაბიჯები ლობში."




დღე 2 - "გაშინაურება - პირველი ნაბიჯები კედლებზე."




დღე 3 - "ფინალური ღონისძიება - პირველი ნაბიჯები მოაჯირებზე, სახურავებზე, საწოლებზე, მაგიდებზე, ხეებზე, ირმებზე, ერთმანეთზე, წყალზე..." - ანუ დღე, როცა გადავწყვიტეთ სასტუმრო დავკეტოთ და გენერალურ რემონტზე გავიდეთ.



მომავალ მან სან კანამდე! უკვე მწვანე და განახლებულ საირმეში! ^_^