მუსიკალური ფესტივალი - "საირმე 2017"
გამოქვეყნებულია
2 ოქტ 2017
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში 25 ივლისს 12:00 საათზე გაიმართა პრესკონფერენცია „მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017“- ის შესახებ, რომელსაც წარმოადგენდნენ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორი ბ-ნ გიორგი დონაძე, დირექტორის მოადგილე ბ-ნ ირაკლი ჭელიძე, კურორტი „საირმე“-ს დამფუძნებელი ბ-ნ თემურ კოხოძე, კომპოზიტორი და დირიჟორი ბ-ნ ვახტანგ კახიძე და ანსამბლი „რუსთავის“ ხელმძღვანელი ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილი.

მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017 გაიმართა 29 ივლისიდან - 10 სექტემბრის ჩათვლით, კურორტ საირმეში. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ანსამბლები და სოლო შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

პროექტის განხორციელების მიზანია იმერეთის რეგიონის კულტურულ ცენტრად ქცევა და კურორტ საირმეს, როგორც უნიკალური საკურორტო ზონის პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა და ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა.

წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა შესთავაზა ქართული მუსიკის მიმართულებით. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა: „რუსთავი“, „დიდგორი“, „იალონი“, „შავნაბადა“, „ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი“, „იამე“, „ბასიანი“, „თბილისი“ და სოლო შემსრულებლები ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე, “Natural born lovers”, რომა რცხილაძე და Paul Rimple.

მომავალი წლიდან იგეგმება ფესტივალისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება და სხვადასხვა ქვეყნებიდან შემსრულებლების მოწვევა.


ფესტივალის წარმომდგენი: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და კურორტი საირმე.
მედია მხარდამჭერები: რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, იმედი, კომერსანტი, კვირის პალიტრა.